ფაქტი სახეზეა, რუსებმა გასვლა დაიწყეს რაც თავისთავად ჩვენთვის დადებითი მოვლენაა, მაგრამ დაგვიტოვეს აოხრებული და განადგურებული ბაზები, გაძარცვული და დამწვარი ქალაქები, დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირი და მუქარა რომ “თუ კარგად არ მოვიქცევით დაბრუნდებიან”!.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სუვერენულ და სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოს რომელსაც აქვს უფლება დამოუკიდებლად აირჩიოს და აკონტროლოს თავისი მომავალი ზღუდავენ და ხელს უშლიან. ამის შემდეგ რომელ მეგორბულ ურთიერთობებზე უნდა ვილაპარაკოთ?! ის კი არა ამ სიტუაციამდე სწორედაც რომ ზედმეტმა ტოლერანტულობამ მიგვიყვანა!.. დიახ, ვისაც ჩვენთან არის და ვისაც ჩვენსკენ ყოფნა უნდა იმას თავზე ხელიც უნდა გადავუსვათ და დავეხმაროთ კიდეც, მაგრამ იმათ ვინც ჩვენი უშუალო მტერია საჭმელები დავუმზადოთ, სახლში შევიპატიჟოთ და სუფრა გავუშალოთ?! დიახ ესეთი ფაქტები ოკუპაციის პერიოდშიც ხშირად იყო და ზოგან ახლაც გრძელდება… ოკუპირებულია ფოთი.. მისი გათავისუფლება აუცილებელია რადგან საზღვაო-სასიცოხლო სივრცე მასზეა დამოკიდებული.
მაგრამ ეს ტერიტორიები კარგით..
თუმცა არავინ უნდა დაივიწყოს რომ კოდორში აფხაზთა დროშები ფრიალებს და დევნილების დაბრუნება მარტო გორში კი არა ცხინვალის რეგიონშიც უნდა მოხდეს!.. არც საჯარისო ფორმირებების დავიწყება შეიძლება რომლებმაც ღირსეულად დაიცვეს ჩვენი ქვეყუანა და ასევე ღირსეულად უნდა დაბრუნდნენ 6 აგვისტოს პოზიციებზე!.. დიახ თამარაშენშიც, ახალგორშიც, ზნაურშიც, კეხვშიც.. ყველგან, უკლებლივ ყველგან და თანაც უმოკლეს ვადებში. ჩვენ ამის დაპირება მივიღეთ და იგი დაუყოვნებლივ უნდა ასრულდეს! ეს დღესავით ნათელია!..
მაგრამ მაინც რა მოხდა ცხინვალის რეგიონში?!
ნუთუ ომის მოგება მარტო ძლიერ ჯარზეა დამოკიდებული, რომლის სარეზერვო მხარეც ყველამ დავინახეთ თუ რა არაპრფესიონალურად იყო მოზადებული?!.. თუ პირველ რიგში იმაზე უნდა ვიზრუნოთ რომ ჩამოვაყალიბოთ საზოგადოება და აზრი ამ საზოგადეობაში რომ მტერთან ბრძოლა მარტო თავისუფლების მოედანზე დგომა და სიმღერის მოსმენა არ გახლავთ და მისთვის რეალური მზადებაა საჭირო. ხოლო ასეთი კონცერტები ამ მზადების მხოლოდ ერთგვარი გამამხნევებელი ფორმა უნდა გახლდეთ და არა თვითმიზანი როგორც ეს 12 აგვისტოს შემთხვევაში მოხდა…
ბრძოლის არ უნდა გვეშინოდეს მიუხედავად იმისა რომ ის ერთი შეხედვით მართლაც საშიშია.
ვინც მზადაა ის უსაფრთხოდაა.. ვისაც არ ეშინია იმის გამო რომ იცის რასაც ებრძვის და რისთვისაც იბრძვის ის შეუვალია, ის უკვდავია!.. და ყველა მეომარს – არადა ქართველი უკვე მეომარს ნიშნავს – საჭიროა ახსოვდეს რომ გენიალურია სიკვდილი იმისთვის რისთვისაც ღირს სიცოცხლე!.. რისთვის ღირს სიცოცხლე?! სამშობლოსათვის, სიყვარულისათვის, თავისუფლებისათვის, ოჯახისათვის.. ამ შეგნებით წასული ყველა უკან დაბრუნდა, რადგან ყველა ჩვენგანს ბუნებამ მისცა სიცოცხლე და მის ასეთ შვილს არ წაართმევს იგი ამას…
