ან ნატოში სათამაშო არმიით ან ნატოს გარეშე ნამდვილი ჯარით!

რამდენიმე დღის წინ გაზეთ “NEWSWEEK“-ში გამოქვეყნდა John Barry-ს სტატია საქართველოს არმიასა და ნატოს შესახებ. ავტორი აცხდებს რომ ქართული არმია ნამდვილად არ იყო ამერიკელთა მომზადებული და რუსების ტრაბახი იმის შესახებ რომ “დაამარცხეს” ამერიკელთა აღჭურვილი და შექმნილი არმია არ შეეფერება სინამდვილეს. მაგრამ ავტორი მიIჩნევს რომ მომავალში ამ “შეცდომი” გამოსწორება შესაძლებელია და ქართული არმია მართლაც მომზადდეს ამერიკელ ინსტქრუქტორთა მიერ. მისი თქმით, ამ ბოლო პერიოდში ქართველები საუბრობენ ძლიერ და მობილიზირებულ არმიაზე რომელიც გაუძლებს ძლიერი ძალის დიდი ხნით დაწოლას, ამერიკელები კი თავის მხრივ ამაზე უარს არ არმბობენ.

ავტორი აცხადებს რომ ქართული არმიის რეალური მომზადება ძალიან რთულ საქმეს ნამდვილად არ წარმოადგენს და ამის განხორციელება საკმაოდ რეალურია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ იგივეს ითხოვენ ნატოს ახალი წევრებიც რომლებზეც შესაძლოა ნატოს მე-5 პუნქტი არ ამოქმედდეს რომელიც “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” პრინციპზეა დამოკიდებული. ეს კი იმის საფრთხეს ქმნის რომ ნატოში შესვლა ვერც საქართველოს და ვერც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეალურ დაცულობას ვერ უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე ავტორს მიაჩნია რომ ნატოს სჯობს მართლაც იზრუნვოს აღმოსავლეთ ევროპული, ნატოს ქვეყნების დაცვაზე და მხოლოდ, რუსეთისათვის არაფრისმთქმელი პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლოს.

ბოლოს კი ავტორი მიიჩნევს რომ საქართველოს აოხრების შემდეგ და ომის მუდმივი განახლების გამო აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ტერორიზმთან ამდენხნიანი ბრძოლა შეცვალოს და გადაერთოს “ძველ” მიზნებზე, რომელიც რუსეთის აგრესიის რეალური შეჩერებისკენ იქნება მიმართული. დილემა დაახლოებით ასეთია: ან ნატოში სათამაშო არმიით ან ნატოს გარეშე მაგრამ ნამდვილი ჯარით.

~ ავტორი lazica17 on სექტემბერი 12, 2008.

დატოვეთ გამოხმაურება