დასავლეთო მოდი გონზე!

საერთაშორისო მასშტაბით, ზოგიერთ ქვეყნებსა თუ მათ კონკრეტულ სამთავრობო ორგანოებში გარკვეული წინააღმდეგობები შეინიშნება საქართველოს ხელისუფლების მიმართებაში, თითქოს ჩვენ ვიყოთ აგრესორები, თითქოს ჩვენ დაგვეწყო ომი და თითქოს ჩვენი მთავრობა გიჟებისაგან იყოს დაკომპლექტებული და ა.შ.. არადა ესეთი საუბარი რომ ახლა სწორედ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია ვერ ხვდებიან ან არც უნდათ რომ მიხვდნენ და ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად სულ რომ ჩვენ დაგვეწყო მოქმედებები, პასუხს ვერავინ მოგვთხოვს, რადგან ბანდფორმირებებისაგან ვწმენდდით ჩვენს მიწა წყალს. ეს იგივეა საკუთარ ჯიბეში ჩაიყო ხელი და ქურდობა დაგაბრალონ.

საბედნიეროდ ასეთი მოსაზრების პრორუსული პოლიტიკოსები საერთაშორისო მასშტაბით საკმაოდ ცოტანი არიან, რადგან მათი მომრავლება ისევ და ისევ მათთვის იქნება საზიანო. დაუშვად რომ ხვალ მოგვინდეს და საქართველოში განვალაგოთ რუსეთის ბაზები, გადავკეტოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ავკრძალოთ ნაბუკოს პროექტის შესაძლო განხორციელება, არ დავუშვათ არცერთი უცხოელი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიაზე… ამით ევროპა საბოლოოდ მიეჯაჭვება რუსეთის გაზს, მის გადასახადებს, ნატოს გვერდით აღმოუჩნდება ძალა რომელსაც უჭირავს უმნიშვნელოვანესი პოზიციები, ამერიკას აღარ ექნება ალტერნატიული პლაცდტარმი, კავკასიისა და აზიის რეგიონში და პრაქტიკულად მთელი დასავლეთ სამყაროსათვის ეს იქნება დიდი შავი მომავლის დასაწყისი.

ასე რომ როცა რამის თქმასა და გაკრიტიკებას დიწყებენ კარგად დაფიქრდნენ რას ლაყბობენ და ვის წინააღმდეგ. აქ რომ ეს ხელისუფლებ ამ წუთას ვინმემ შეცვალოს, პროდასავლური პოლიტიკოსი ვეღარ მოვა რადგან დავინახეთ დასავლეთის “მხარდაჭერა”. ის ადამიანები კი რომლებიც მოიაზრებიან დასავლეთის პოლიტიკოსებად, საქართველოში ვერ სარგებლობენ დიდი ნდობით. და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ყოველგვარი ე.წ. განახლება უფრო და უფრო დიდ წერტილს დაუსვამს პროდასავლურ პოლიტიკას.

საბედნიეროდ ამას კარგად ხვდებიან დასავლეთში და საქართველო მხოლოდ სიტყვიერ პარტნიორ ქვეყანად არ აქცევენ, მის ხელისუფლებას კი მარიონეტებად, თორემ ის რაც ერთხელ უკვე მოუვიდათ მიუხენის შეთანხმების შემდეგ 1938 წელს, როდესაც ჰიტლერმა ჩეხეთი ჯერ აგრესორად გამოაცხადა შემდეგ კი შეიერთა.. ამის შემდეგ კი მთელი ევროპა მმუხლებზე დააჩოქა, კიდევ ერთხელ არ გაიმეორონ, თორემ ამჯერად რუსები თავიანთ ჩექმებს ლამანშის სრუტეში გარეცხავენ. დიახ, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ არა საქართველო ევროპა 1939 წელს მალე დაუბრუნდება!

მსოფლიოვ შენ ეს უკვე ნახე. გამოიარე ბერლინის სისხლიანი მოვლენები, უნგული ტრაგიზმი, პრაღის სისხლიანი გაზაფხული დაუფიქრდით როგორია შედეგი?! გააჩერეთ რუსეთი, თორემ ევროპაა შემდეგი!

დასავლეთს სჭირდება სტაბილური და ერთიანი საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის კავკასიის რეგიონი შავ (წითელ, დიახ წითელ, იმიტომ რომ რუსული სისხლიანი აგრესია შეუჩერებელია და საქართველოს შემდეგ სხვისი ჯერიც მალე მოვა, მისი ალამი კი – წითელი) ხვრელად იქცევა!.. მოეგეთ გონს პარტნიორებო, მოეგეთ გონს!

მაგრამ თავისმხირვ საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაუყოვნებლივ და სწრაფად აღსადგენად, წინააღმეგ შემთხვევაში ყოველგვარი გარეშე ძალა კი იქნება დამარცხებული მაგრამ ვაი რომ შიდა არეულობა გარდაუალი იქნება.

~ ავტორი lazica17 on სექტემბერი 11, 2008.

დატოვეთ გამოხმაურება