ევროპა მრუშია, ჩვენ – ?!..
დღევანდელი მდგომარეობა პროპაგანდისტული თვალსაზრისით დამაიმედებელია, თითქოს ჩვენ დავბრუნდებით 6 აგვისტოს, ომამდელ პოზიციებზე, კოდორში, სამაჩაბლოს ქართულ სოფლებში, ერედვში, ტყვიავში, კეხვში, თამარაშენში, ახალგორში, ზნაურსა და სხვა დასახლებებში, თითქოს რუსეთმა უკან დაიხია. მაგრამ როგორც კი მოვიხსნით ვარდისფერ სათვალეებს შევამჩნევთ რომ ყველაფერი ბევრად უფრო უარესადაა ვიდრე გვგონია.
დიმიტრი მედვედევმა, სარკოზის პრესკომფერენციაზე პირში მახალა, საქართველომ რაც გააკეთა უნდა დაისაჯოსო (მომავალში), სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ჩვენ მოვამარაგებთ ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისებითაცო. ამაზე კი სარკოზიმ რეალურად ვერც ვერაფერი ვერ უთხრა. 27 ქვეყნის ლიდერი სულში ჩაფურთხებული დარჩა. აქ კი ჩამოვიდნენ და ქვეყნის მეთაურიანად ყველანი გვარწმუნებდნენ რომ ყველაფერი იქნება რიგზე.
კი მაგრამ რა იქნება რიგზე?! ფოთიდან რომ გავლენ რუსები და სენაკიდან ეგ არის რიგზე ყოფნა?! კოდორი რომელიც ისტორიის მანძილზე არასდროს დაკარგულა ახლა რომ დაკარგულია ეგ არის რიგზე?! ახლა თქვენ როცა ამ წერილს კითხულობთ და ზმნაურის ან ახალგორის რაიონში რომელიმე, 17 წლის ლამაზ გოგოს ვიღაც მუტრუკი რუსი ან ოსი რომ აუპატიურებს და ჩვენ ხელის განძრევის საშუალება არ გვაქვს ეგ არის რიგზე?! ანუ თუ რეალურად შეაფასებთ შექმნილ სიტუაციას რუსებმა მიაღწიეს ყველაფერს რასაც მოითხოვდნენ მიმდინარე წლის აგვისტომდე:
1. საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე(ახლა უკვე ბრჭყალების გარეშე) თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა;
2. კოდორის ხეობიდან ქართული შენაერთების გამოყვანა.
მასთან ერთად დამატებით მიიღეს:
1. ქართველი სამშვიდობოების გამოდევნა კონფლიქტების ზონებიდან;
2. კოდორის ხეობა აფხაზეთისათვის;
3. ქართული ანკლავები და ახალგორის რაიონი ოსებისათვის;
4. საბაბი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის;
5. ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება;
6. ქართული სამხედრო ობიექტებისთვის ზიანის მიყენება, ზოგის სრული განადგურება;
7. ქართული არმიისათვის ზიანის მიყენება დაღუპულებისა და დაჭრილების სახით(ეს სულ თავში უნდა დამეწერა);
8. რამოდენიმე ათეული ათასი ახალი ლტოლვილი საქართველოში;
9. დაქცეული და განადგურებული ქართული დასახლებები;
10. სერიოზული ფინანსური და მატერიალური ზარალი ქართული ბიზნესისათვის;
ეს უარყოფითი მომენტები… ახლა მოდით გავაანალიზოთ სანაცვლოდ რა მივიღეთ და რისი მიღება შეგვიძლია პერსპექტივაში? ვერც ვერაფერს რეალურად თუ ასე ხელებგაწვდილი შევყურეთ ევროპულ ქვეყნებს. ისრაელს რომ ასე ეყურა ევროპისათვის ხელებში დღეს ებარელი ერი აღარ იარსებებდა. ადგნენ და ამერიკელებს საკითხი დაუსვეს, გინდათ ჩვენთან ყოფნაო, ჰოდა გვეხმარებითო, არავითარი დიპლომატია მტერს არ წამოსო და ომი მიაჩნიათ გამოსავლად, საუკეთესო თავდაცვა კი თავდასხმააო. იმიტომაც აძაგძაგებთ დღეს ებრაელების ძალიან ბევრს.
ჩვენი კი ისევ ევროპისკენ მივსიწრაფით. გეგონებათ სწორედ ევროპისაკენ სწრაფვამ არ დაგვღუპა. რომ გაიძახოდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ჩვენსა და ევროპას შორის კავშირი და ურთიეთდახმარება ჯერ კიდევ სულხან საბა ორბელიანის დროს იყოო. აბა ერთი გავიხსენოთ რა დახმარებაზეა საუბარი?! მე რაღაც ვერ ვიხსენებ.. სულხან საბა საქართველოში ხელცარიელი და კათოლიკეობა მიღებული ჩამოვიდა. ანუ ევროპას რითიც შეეძლო თაყვანი სცა, მაგრამ მათ უკან გამოაბუნძულეს. ან იქნებ ის მითხრათ 1920-1921 წლებში დაგვეხმარა ევროპაო?! ან იქნებ ის თქვათ რომ 1992-1993 წლებში გენოციდი შეაჩერეს ქართველთაო?! ევროპა არის ბოზი, ამ სიტყვის რული და პირდაპირი მნიშვნელობით, რომელსაც ჰიტლერი სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდა საჯარო კრებებსა და მიტინგებზე.
და დღეს კიდევ გამოვლენ პოლიტიკოსები და იტყვიან ყველაფერი რიგზეო..
რა არის რიგზე ადამიანნო, სანამ უშუალოდ ჩვენ არ აგვაყუდებენ გასაუპატიურებლად მანამდე არაფრის გაკეთება გვაქვს გამოსავლად?! მიმიფურთხებია ასეთი ხელისუფლებისათვის რომელსაც მიაჩნია რომ არაფრის კეთება ახლა გამოსავალია. ისრაელი რომ ყოფილიყო ჩვენს ადგილას, იგივე ტექნიკითა და იგივე შესაძლებლობებით, დღეს ვლადიკავკაზის მისადგომებთან სანგრებში ვიქნებოდით და შტურმის ბრძანებას დაველოდებოდით. არადა ქართველები არავიზე ნაკლებები არ ვართ, ძალით რომ არ გვიტეხდეთ სახელს.
დროა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ რა საშუალებებით უნდა ვიბრძოლოთ მომხდურთა წინააღმდეგ. ერთი რამე კი ნათელია, რუსეთის აგრესია ამით არ მთავრდება, ის კიდევ არაერთხელ განახლდება ნატოში შესვლამდე, თუ ასეთი ფენომენი საერთოდ ოდესმე მოხდა. ამის გამო კი საჭირო ფიქრი მშვიდობის დაცვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ხელიფალი არაფრისმაქნისი, იოსებ გებელსის გაკვეთილებზე ნასწავლი, პროპაგანდისტული ლექციების წამკითხველია, მაშინ შეგვიძლია აქცენტი შიდაგამოცოცხლებაზე მივმართოთ…
ისე კი დროა ვიფიქროთ, თუ გვინდა მშვიდობა ვემზადოთ ომისათვის და შევიგნოთ რომ მშვიდობას და გაერთიანებას დაცვა სჭირდება და მხოლოდ მშვიდბიანი გზით არაფერი მომხდარა ჯერ და მითუმეტეს გორდიას კვანძი ვერ გაიხსნება. და კიდევ ერთიც, თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, უმოკლეს დროში საშინლად შემოგვიბრუნდება თუ დროზე არ მოვეგეთ გონს და არ ვიფიქრეთ რეალურ დეოკუპაციის პროცესზე.
ზოგზოგიერთები რომ გაიძახიან დროში გაიწელება და მოგვარდებაო. ისე ამბობენ გეგონებათ ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ხელისგაუნძრევლად და უკომენტაროდ იჯდება და დაელოდება როდის დაშლიდნენ. რუსეთმა ახლა ვერ მოახერხა ჩვენი ბოლომდე დაჩოქება მაგრამ ის არ აპირებს ხელი აიღოს ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ “მაპ”-ს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ რუსეთი თავისას მაინც გააკეთებს. ნუ გგონიათ რუსეთი ხელწმოსაკრავი ქვეყანა.
საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.
და კიდევ ერთი, მრუში ევროპისა არ ვიცი, მაგრამ ამერიკა რომ არ აპირებს ასე ჯდომას და თავისი ინტერესების ცხვირწინ “ახევას”, დაკვირვებული თვალისთვის მგონი ნათელია. ამის გამო დავფიქრდეთ თუ რა პერსპექტივები გვაქვს “ევროპულ ღირებულებებთან” დაკავშირებით, და რა შეიძლება იყოს ამერიკასთან მიმართებაში. ახლა კი ერთს გეტყვით ამერიკა სხვა ბანაკშია, ევროპა კი სულ სხვაში. ამერიკას ფეხებზეც ჰკიდია რუსული გაზი და სადაც მისაწოლია ბოლომდე მიაწვება. ამიტომ გამოვფხიზლდეთ ამ პროპაგანდისტული ბურუსიდან და ვაკეთოთ რეალური საქმე და არა მხოლოდ მშვიდბიანი გზის ძიება!..

დატოვეთ გამოხმაურება