დასავლეთი – იმედი თუ იმედგაცრუება?!

ახლა მოდით შევხედოთ ყველაფერს ობიექტურად!..
არავინ იცის რა მოხდება და როგორი მხარდაჭერა იქნება დასავლეთის მხრდან, თუმცა ცხადია ცალკე აღებული ევროპის დიდი და წამყვანი ნაწილი (ინგლისის გამოკლებით) არ ჩაიყენებთ საკუთარ თავს საფრთხეში და რუსეთთან ურთიერთობას ძალიან არ გაამკაცრებს მითუმეტეს იმ დროს როდესაც მათთვის “რესურსცენტრი” სწორედ რომ რუსეთია.. თუ ყველაფერს სწორედ ავწონ დავწონით მივხვდებით, რომ ევროპა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ამ წუთას ვერ იქნება და ნატოში რომც შევიდეთ მაინც, ჩვენი შენაერთები ვერ გააკონტროლებენ როკის გვირაბსა და ლესელიძეს. ეს კი იმ ყველაფრის შემდეგ რაც ნატოში სწრაფვის შედეგს მოჰყვა. ამისათვის დავისაჯეთ და გარკვეული სახის ყველანაირი ზარალი მივიღეთ. ახლა კი ყველა ლოგიკით ნატო ვალდებულია ეს გაღებული მსხვერპლი აგვინაზღაუროს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, თუნდაც უმკაცრესი საშუალებებით. მაგრამ ევროპა ამას შეძლებს?! რაღაც საორჭოფო საკითხია. მათი განცხადებები “აღშფოთებისა” და “შეშფოთების” შესახებ ჩვენ ხელს სულაც არ გვაძლევს. მათი გემები კი რომლებიც ახლა აქ არიან და შემდგომ თუ უკან ყოველგვარი რეალური დახმარების გარეშე უკან გაბრუნდნენ, ეს რუსეთისათვის კიდევ ერთი წაქეზება იქნება, რაც თავისმხრივ ჩვენი წყლების ტოტალურ კონტროლზე აისახება… ერთი სიტყვით ევროპას მალე “გაზის სეზონმა” შეიძლება ჩვენი თავი დაავიწყოს.

რაც შეეხება ცალკე აღებული ამერიკა. ეს სულ სხვა საკითხია, რადგან ამერიკა ახლაც და მომავალი პრეზიდენტის დროსაც (გინდ მაკ კეინი იყოს ეს და გინდ ბარაკ ობამა) მზად იქნება ცივი ომის გასაახლებლად და თუ საჭირო გახდა არც ცხელ ომზე დაიხევს უკან რათა რუსეთის, ფაშიზმ-კომუნიზმის იდეების შეპყრობილი მთავრობას ხელი ააღებინოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისაგან. თუმცა აქ ყოველგვარი ბრმა გამონათქმებისა და შეხედულებების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლა გარდაუალი იქნება… თუ გვინდა მშვიდობა ომისათვის უნდა ვემზადოთ.. არ შეიძლება შუა ღამისას ტყეში მიდიოდე, თოვდეს, ქარი ქროდეს და მგლის ან სხვა მტაცებლის თავდასხმას არ მოელოდე.. ეს უკვე აბსურს გავს. მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ამ აგრესორმა ქვეყანამ აღიარა სამაჩაბლოს რეგიონიცა და აფხაზეთიც “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”…

დიახ რუსები ფოთიდანაც გავლენ და ჩხოროწყუდანაც მაგრამ ვაი რომ ისინი არ აპირებენ არც ზემო აფხაზეთიდან და არც ახალგორიდან და ზნაურიდან გასვლას?!.. ისინი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს “სახელმწიფოების” გარანტად გამოდიან და შესაბამისად უზრუნველყოფენ მათ “ტერიტორიულ მთლიანობას”.. ეს კი თამამად ნიშნავს იმას რომ ყოველგვარი უკანდახევა მათი მხრიდან არ იქნება და თუ იქნება მათ მაგივრად ოსი და აფხაზი ბანდფორმირებები დარჩებიან. თუ გინდა ტერიტორიები მათი გაუნებელყოფება მოგიწევს ეს კი რუსეთის ავტომატურ ჩარევას ნიშნავს!.. ანუ: ან ყველაფერი ან არაფერი!.. ეს პრინციპი ამ კონფლიქტებში განსაკუთრებიც ცხადლივ გამოისახა!..

აქედან გამომდინარე კიდევ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ იმაში რომ თუ გვინდა მშვიდობა და ერთობა ომისათვის, რომ უნდა მოვემზადოთ?! თქვენ წარმოგიდგენიათ ისეთი ზეწოლა რომელიც რუსეთს უკან გააბრუნებს?! ღვთის მადლით.. ნეტავ მართლა.. მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა მითუმეტეს დღევანდელი ცენტრალური ევროპის შემხედვარე..

ერთადერთი ვისი მხარდაჭერის იმედიც უნდა გვქონდეს (რეალურ მხარდაჭერაზე მაქვს საუბარი და არა “აღშფოთებასა” და “შეშფოთებაზე”) ამერიკა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია, განსაკუთრებით კი უკრაინა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმაზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული რომ ჩვენ მარტოები ვართ და რაც არ უნდა მოხდეს მაინც მარტო მოგვიწევს ბრძოლა.. ეს უკანასკნელი კი გარდაუალია.. იქნებ პარტიზანულიც კი იყოს ეს?!.. არავინ არაფერი იცის ზუსტად მაგრამ ომი ახლა დაიწყო.. წინააღმდეგ შემთხვევაში ტოტალური გაჩერება ნიშნავს ტოტალურ დავიწყებასა – ევროპიდან და მარცხს – საქართველოდან.

~ ავტორი lazica17 on აგვისტო 30, 2008.

დატოვეთ გამოხმაურება