“ხვალინდელი დღის შიში”..

რუსეთის ქმედებებმა ახლა მართლაც გადააჭარბა ყველანაირ ზღვარს.. ახლა უკვე მთელი მსოფლიო დაინახავს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. აქამდე თუ კიდევ არსებობდა ვინმე ვისაც რაღაცაში ეჭვი ეპარებოდა ახლა იმედია ეს შეგრძნება თუ ქვეგრძნობა გაუქრება და დარწმუნდება იმაშიც რომ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებზე და ამას მარტო 8 აგვისტოს ავანტიურით კი არა, არამედ სეპარატიზმისა და ანექსიის ოფიციალური აღიარებით აკეთებს.

აქამდე არც არის გასაკვირის რომ მსოფლიოს ეძინა.
დიახ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მსოფლიოს უამრავი ცივილიზებული ქვეყანა მძინარედ შეხვდა ამ მოვლენებს. შესაძლოა პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი და ამერიკა ამაზე ფიქრობდნენ კიდეც მაგრამ აშკარაა ნატოს დანარჩენ ქვეყნებს ასეთი რამის გონებაში გავლებაც არ შეეძლოთ რაც მათ ზანტ მოქმედებეშიც იდეალურად აისახა. აი რას წერს ამაზე პოპულარული გამოცემა – FINANCIAL TIMES:

“არცთუ ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები მეზობელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ნატოს წევრ ქვეყნებს კი 12 დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ პირველი შოკიდან გამოსულიყვნენ და საერთო რეაქციის შესახებ მოელაპარაკათ. თუმცა ის, რა შედეგიც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქამეთა მინისტრები მივიდნენ, შთამბეჭდავი ნამდვიად არ არის.

ის, რომ რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას თავდაპირველად ნატოს საკმაოდ თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა, ერთ რამეზე მეტყველებს: ალიანსი მხოლოდ ახლა ჩაფიქრდა, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს რუსეთთან მიმართებაში, მოსკოვთან წითელი ხაზის გავლების დრო მოვიდა.”

დიახ ეს მართლაც რომ საინტერესო ამონარიდია იმ სტატიიდან რომელსაც FINANCIAL TIMES გვთავაზობს.
აქვე ალბათ შეამჩნიეთ მის ბოლო სტრიქონში ნაჩვენებია თუ რა უნდა გააკეთოს ნატომ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! ასე გულხელდაკრეფილი ჯდომა და ლოდინი (რისი ლოდინი ეს კიდევ სხვა საქმეა) ნამდვილად არ შეიძლება. ბოლო ბოლო ამას ხალხის სიცოცხლე ეწირება კონფლიქტური ზონებში. დიახ, აქ უდანაშაულო ადამიანების ეთნიკური წმენდა ამჯერადაც მიმდინარეობს. ამასგარდა ოკუპირებულია ზემო აფხაზეთიც რომლის არ გათავისუფლება ერთი თვის მანძილზე ნიშნავს მის დაკარგვას მანამ სანამ მთლიან აფხაზეთს არ დავიბრუნებთ, რადგანაც თუ იქ თოვლი მოვიდა და გზა ჩაიკეტა იქ შესვლას ვეღარ შევძლებთ.

აღსაღნიშნავია ის გარემოებაც რომ პარტიზანული მოძრაობების იდეები მალე ხორცის შესხმას დაიწყებს. სრულ უმოქმედობას იქნებ ესეც სჯობსდეს?! თუმცა ეს ისეთი ფრთხილი საკითხია ამაზე ყველას დაფიქრება მოუწევს. მაგრამ პირველ რიგში დროა გონზე მოეგოს თვით რუსეთი, არ დაავიწყდეს რამდენი ტერიტორიული პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს მარტო კავკასიაში თუ ის თავს მოკლე ხანებში არ გაგვანებებს. რა გონიათ მათ ჩეჩნური წინააღმდეგობა სრულიად გადალახეს?! ან ინგუშეთში ეტრფიან ოსებსა და რუსებს?! ან იმ ეკონომიკურ ზარალად ღიირს სამაჩაბლო და აფხაზეთი რასაც ისინი ახლა და ზამთრის პერიოდში ნახავენ?!

მაგრამ ერთი სიტყვით არაფერი გამორიცხული არ არის. არავინ იცის რეალურად რა იქნება ხვალ, ან თუნდაც ერთი საათის შემდეგ. ამის გარკვევა თვით ყველაზე კარგ ექსპერტებსაც კი უჭირთ. დღევანდელი პოლიტიკური ამინდი ქარიშხლის წინანდელ მდგომარეობას შეგვიძლია შევადაროთ და თუ მოხდა რომ ეს ქარიშხალი ახლა არ ამოვარდა, მაშინ მას სულ მალე ევროპის წინააღმდეგ ვიხილავთ.

~ ავტორი lazica17 on აგვისტო 26, 2008.

დატოვეთ გამოხმაურება